ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველბის ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობასთან მსუბუქი ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა, რომლებიც ადგილზევე დაიღუპნენ.
შემთხვევის ადგილას საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.