კითხვას, გახდა თუ არა თენგიზ კობერიძის გარდაცვალების მიზეზი მედიკოსების დაუდევრობა, საბოლოო პასუხი რეგულირების სააგენტომ უნდა გასცეს. 67 წლის კაცი ოჯახის ექიმთან ვიზიტიდან 3 დღეში გარდაიცვალა. ის კლინიკაში უკიდურესად დამძიმებულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც ორმხრივი პნევმონია დაუდასტურდა. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებიდან რამდენიმე საათში პაციენტი გარდაიცვალა. კობერიძის ახლობლები მომხდარში ოჯახის ექიმს ადანაშაულებენ და ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ.