ავარია, რომელსაც ქუთაისში 2 ქვეითი ემსხვერპლა, სიჩქარეში შეჯიბრმა გამოიწვია | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ავარია, რომელსაც ქუთაისში 2 ქვეითი ემსხვერპლა, სიჩქარეში შეჯიბრმა გამოიწვია - ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მანქანის საჭესთან ახალგაზრდა ქალი იჯდა, ისინი ერთმანეთს სიჩქარეში ეჯიბრებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი ქვეითებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა. 

შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი