თბილისში, მტკვარში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები მდინარეში სულ მცირე ერთ ადამიანს ეძებენ.
როგორც თვითმხილველები "მთავარი არხის" ვებგვერდს უყვებიან, ავტომობილი მეტეხის ხიდზე მოაჯირს შეეჯახა, რის შემდეგაც მტკვარში გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ შემთხვევის ადგილას მაშველები მუშაობენ. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.