მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანა იპოვეს - ამ დროისთვის წყლიდან მის ამოღებას ცდილობენ

გამოქვეყნდა:

მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანა იპოვეს - ამ დროისთვის წყლიდან მის ამოღებას ცდილობენ.

მდინარეში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე არაერთი მაშველი მუშაობს, თუმცა მანქანაში მყოფი ადამიანის [ან ადამიანების - ზუსტი რაოდენობა უნობია] პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ სამძებრო სამუშაოები მდინარეში მას შემდეგ დაიწყო, რაც მეტეხის ხიდზე ავტომობილი მოაჯირს შეეჯახა და წყალში გადავარდა. შემთხვევა 15 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი