
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა.
უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
განახლება: ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის 22-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.