
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შესახებ იუწყება. უწყების მტკიცებით, ღამით დრონები ორი სხვადასხვა მიმართულებით ჩამოაგდეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ერთი დრონი ბელგოროდის ოლქში და ოთხი შავი ზღვის თავზე.
გუშინ, რუსეთში, კურსკის რეგიონში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. რეგიონის გუბერნატორის მტკიცებით, ცეცხლის გაჩენა უკრაინული მხარის მიერ დრონებით განხორციელებულმა თავდასხმამ გამოიწვია.