ვაშლოვანის ხევში, ასობით დახოცილი პირუტყვის ნარჩენები აღმოაჩინეს. დასახლებული პუნქტის სიახლოვეს უკვე დიდი ხანია ვითარება მძიმეა- მეწარმეები არ ერიდებიან ნარჩენების ღია ცის ქვეშ დაყრას, სახელმწიფო უწყებების მხრიდან კი ანტისანიტარიასა და ეპიდსაშიშ ვითარებას არც ერთ ჯერზე რეაგირება არ მოჰყოლია. არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ უფრო მძიმე რეალობაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ რომ დახოცილი ცხოველების ხორცი, ბაზარზე სარეალიზაციოდ იყოს გასული.