"ნავალნი - პუტინის მორიგი მსხვერპლი" | რუსეთის ყოფილი საელჩოდან აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ

გამოქვეყნდა:

"ნავალნი - პუტინის მორიგი მსხვერპლი" - რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დიქტატორულ რეჟიმს და ომს თბილისში გამოექცნენ, პუტინის მთავარი ოპონენტის სიკვდილზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის პრეზიდენტს აკისრებენ. შვეიცარიის საელჩოსთან სადაც, რუსული ინტერესების სექციას მდებარეობს ასობით ადამიანი ალექსეი ნავალნის ფოტოებით სანთლებითა და ყვავილებით მივიდა. აქციის მონაწილე რუსი აქტივისტები არ   მორიდებიან ვლადიმერ პუტინის ღიად დადანაშაულებას ოპოზიციის ლიდერის მკვლელობაში. 

აქციის მონაწილეები საელჩოდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით ფეხით მსვლელობას მოაწყობენ.

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი