დირექტორების ახალი კონკურსი ძველი წესით | ცვლილება, რომელიც არაფერს ცვლის

გამოქვეყნდა:

ცვლილება დირექტორთა არჩევის წესში, რომელიც რეალურად არაფერს ცვლის. განათლების სამინისტროს ახალი დადგენილებით დირექტორთა არჩევა თითქოს გამარტივდა, გაუქმდა სერტიფიცირების ერთ-ერთი ეტაპი, მაგრამ უცვლელი დარჩა კომისიასთან გასაუბრება - ბერკეტი რომელსაც სამინისტრო დირექტორთა კანდიდატების ფილტრაციისთვის იყენებს. დირექტორობის დაბლოკილი კანდიდატები ამ წესის ცვლილებას თვეების განმავლობაში მოითხოვდნენ, აწყობდნენ საპროტესტო აქციებს, ერთ-ერთმა მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა, მაგრამ სამინისტროს დადგენილებით მათთვის ისევ არაფერი შეცვლილა.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი