
გასულ ღამეს ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 რეისი გაუქმდა, ხოლო 2 გადაიდო.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია "ტავ ჯორჯიამ" განუცხადა, ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
"ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გასული ღამის განმავლობაში, გაუქმდა „თურქეთის ავიახაზების“ სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი ორი რეისი, „პეგასუსის“ სტამბოლი-თბილისის რეისი. გადაიდო "პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-თბილისის რეისი. ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება," - აცხადებენ "ტავ ჯორჯიაში."