მეწყერსაშიში ზონა გორში | მერია რკინიგზის სადგურის დასახლებაში მცხოვრებლებს სახლების დატოვებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

მეწყერსაშიში ზონა გორში - რკინიგზის სადგურის დასახლებაში 10-მდე ოჯახს საფრთხე ემუქრება. გორის მერია მათ საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდებს. ვითარება განსაკუთრებით მძიმე დასახლების ორ ქუჩაზეა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

"ინგრევა, მაღლა ვეღარ ავდივართ...სად წავიდეთ რომ დავტოვოთ. 50 წელია აქ ვცხოვრობ. შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, წვიმს გვეშინია, თოვს გვეშინია," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მუნიციპალიტეტი მოსახლეობას ქირით გაყვანას სთავაზობს, თუმცა მოსახლეობა მერიის შეთავაზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ისინი სამომავლოდ მუდმივ საცხოვრებლებს, ან კომპენსაციას მიიღებენ. გორის მერიაში კი ამბობენ, რომ ამისთვის საჭირო თანხები არ აქვთ და ცენტრალური ხელისუფლების დახმარება სჭირდებათ.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი