ტყვეობის 7 წელი | დეკანოზის მთავარი გულისტკივილი და მთავარი სათქმელი

გამოქვეყნდა:

მთავარი ბრძოლა წინ არის და ჯერ არაფერი დასრულებულა - დეკანოზი გიორგი მამალაძე და მისი ოჯახი აანონსებს, რომ ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდება და "ციანიდის საქმეზე" ყველაფერი დასაბუთებულად ითქმება. სათქმელი მღვდელ  გიორგი მამალაძეს ბევრი აქვს - მათ შორის პატრიარქისა და ხალხისთვის. 

"ციანიდის საქმის" მთავარი ბრალდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ადრე 14 თებერვალს გაათავისუფლეს. მას სასჯელის სრულად მოხდამდე 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დეკანოზი ახლა  სახლში, ქობულეთშია და დიდხნიანი მკურნალობისთვის ემზადება. თუმცა ყველაზე მთავარია რა მტკიცებულებებს წარუდგენს საპატრიარქოს კარის თამაშებზე საზოგადოებას და ვის ამხელს საპატრიარქოს ადმინისტრაციიდან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი