მეწყერსაშიში ხულო | გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები და ევაკუირებული ოჯახები

გამოქვეყნდა:

მეწყრული პროცესები უკვე დაწყებულია. ხულოს რამდენიმე სოფელი გარესამყაროს 1 კვირაზე მეტია მოწყვეტილია. 500-ზე მეტი ადამიანი რაიონულ ცენტრს მხოლოდ საფეხმავლო გზით უკავშირდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა  ხულოს  3 სოფელში -  გეგელიძეებში, კორტოხსა და პაქსაძეებშია; ადგილობრივები ამბობენ რომ მიწა უკვე საცხოვრებელ სახლებამდეა მოსული. 

მძიმე ვითარებაა სოფელ სხალტაშიც, სადაც მთის ფერდობი ჩამოიშალა და მდინარის კალაპოტი ნაწილობრივ  გადაკეტა. გუბდება ხელოვნური ტბა, რომელიც დასახლებას სასიცოცხლო  პრობლემას უქმნის. 80-ზე მეტი ოჯახი ევაკუირებულია. ხელისუფლებისგან შეთავაზებული კომპენსაცია ადგილობრივებისთვის მისაღები არ არის. 

ავტორები: თეა ვაშალომიძე; დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი