
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ამბროლაურში, სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
უწყების თქმით, სამართალდამრღვევს მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი დასამუშავებლად რეგისტრირებულ სახერხ საამქროში გადაჰქონდა.
"რეგისტრირებული სახერხი საამქრო და მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალება დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ამბროლაურის "საქმიან ეზოში." მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გაიგზავნება შესაბამის ორგანოებში," - ნათქვამია განცხადებაში.