
ძლიერი ქვეყანა ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე დგას, რომელიც ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტსაც უწესებს ხელისუფალს და ყველა საკითხში პრიოაქტიურად არის ჩართული და არა პასიური დამკვირვებლის როლში. 2017 წლიდან მოყოლებული ქვემო ქართლსა და ჯავახეთში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ უფასოდ ისწავლონ ფოტო-ვიდეო გადაღება და შემდეგ პრაქტიკული ცოდნით შეიარაღებულებმა დაიწყონ საკუთარ თემში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი და მუშაობა.
ჯიპას "მედია ლაბი" მოსწავლეებს სრული ტექნიკური აღჭურვილობით ადგილზე კითხვას და უფასოდ უტარებს ტრენინგებს. პროექტს ფინანსურად ამერიკის საელჩო ეხმარება. წლების შემდეგ რამდენიმე მოსწავლის ნამუშევარმა უკვე საფესტივალო აღიარებაც კი მოიპოვა. ახალგაზრდები კონკრეტულ უნარ-ჩვევებსაც ეუფლებიან და სამყაროს განსხვავებული რაკურსით აღქმასაც ახერხებენ, იწყებენ კითხვების დასმას და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ერთად ცდილობენ.
ავტორი: გვანცა სუთიძე