
თბილისი წლებია უკვე ურბანული თვითმკვლელობის გზას ადგას - უადგილო ცათამბჯენები, გაუვალი ქუჩები, და უბნები სადაც ცხოვრება თითქმის გაუსაძლისი ხდება... დეველოპერული ისტერია კონკრეტულ საკურორტო ზონებშიც გადაედინება და შედეგები იქ კიდევ უფრო მძიმეა - ბათუმი და ბაკურიანი ამისი კარგი მაგალითებია. სახიფათო ტენდენციის გაგარძელებას კი ახლა ბახმაროში ვხედავთ, სადაც 5 წლის წინ ხელისუფლებამ ერთერთ მშენებელს ტერიტორია სიმბოლურ ფასად გადასცა და უნიკალური კურორტის ჩაბეტონების სქემას მწვანე შუქი აუნთო.
ავტორი: ბექა ყორშია