ვერონა-შუამთას მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტისთვისაა დასაშვები

გამოქვეყნდა:

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდგარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტისთვისაა დასაშვები. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი