ქუთაისში "თეთრი ხიდის" მინა ისევ დაზიანდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ისტორიულ "თეთრ ხიდზე", რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, პანორამული მინა ისევ დაზიანდა. ხიდის საფეხმავლო ნაწილზე დაზიანებული შუშა ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშეა.

"ევროპა ჩვენია სახლიას" წარმომადგენლები ხიდზე გამვლელ ქვეითებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ქუთაისში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარვეზებით მიმდინარეობს და დასრულების შემდეგაც ხშირად თავს იჩენს პრობლემები, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება.

"სამი კვირის წინ გამოცვალეს მინა თეთრ ხიდზე, დღეს ისევ დაზიანდა. წარმოუდგენელია რა ჟანრს გვთავაზობს ხელისუფლება. პარალელურად ვხედავთ უკიდურესად გაბრაზებულ ადამიანებს, რომელთა გადაადგილებას ხიდზე საფრთხე ექმნებათ. აუცილებელია უსაფრთხოების კომპონენტი იყოს შემოტანილი აღნიშნულ ხიდზე. ეს მინა აქ წარმოუდგენელია, შეეშვან გაჯიუტებას და მოაგვარონ პრობლემა", -  აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი

ცნობისთვის, "თეთრი ხიდის" რეკონსტრუქცია 2018 წელს  განხორციელდა. ქუთაისის მერიამ ხიდი ისე გახსნა, რომ სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ იყო. ხარვეზებმა თავი მალევე იჩინა, რის გამოც მერიას დღემდე ხშირად აკრიტიკებენ. სამუშაოების შემსრულებელ კომპანია “ალმა რუსს“ მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა და დააჯარიმა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი