დროებით ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ძველი შენობების დემონტაჟი დაიწყეს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ჯანსუხ ნანბამ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  "სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ინვესტორმა ამორტიზებული შენობების დემონტაჟი დაიწყო, უახლოეს პერიოდში კი ადგილზე სამშენებლო ტექნიკასაც შეიყვანენ".

როგორც Эхо Кавказа ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, მან ე.წ მინისტრს სამშენებლო სამუშაოების გეგმისა და გრაფიკის წარდგენა დაავალა.

შეხვედრაზე, რომელშიც ე.წ მთავრობის წევრებიც მონაწილეობდნენ საწვავის ბაზარზე არსებული ვითარებაც განიხილეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი