ცხოვრება ფერადი ფასადების მიღმა. ხელისუფლების მიერ ბაღდათის ცენტრში რეაბილიტირებული კორპუსები მოსახლეობისთვის ყოველდღიურ საფრთხედ გადაიქცა. პროექტ "განახლებული რეგიონის" ფარგლებში, წერეთლის ქუჩაზე კორპუსებს სახურავები შეუცვალეს, უხარისხო რეაბილიტაციის დასრულებისთანავე კი შენობაში, სადაც 40-მდე ოჯახი ცხოვრობს, წყალი ჩავიდა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და შიშობს, რომ ცუდად გადახურული სახურავის გამო, ჭერი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.