ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ხანძარი გაჩნდა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტერიტორიაზე მეხანძრეები ადგილზე მუშაობენ და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი