
თბილისში მეორეული საბურავებისა და აალებადი საქონლის გაყიდვის აკრძალვა მეოთხედ, 2025 წლამდე გადავადდა. როგროც BMG წერს, გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო.
ცნობილია, რომ აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება თავდაპირველად 2021 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა, შემდეგ პანდემიის გათვალისწინებით მისი ამოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.
25 იანვრის დადგენილების მიხედვით კი რეგულაციები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში. დღეს საკითხი წარადგინა თბილისის მერიის წარმომადგენელმა. მისი განმარტებით, ადგილზე ძალიან ბევრი ბიზნეს-ოპერატორი მუშაობს და მათ თხოვნით მიმართეს მერიას, რომ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დრო კიდევ გაუხანგრძლივდეთ.
საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის თქმით, მოლაპარაკებების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მისი ამოქმედება 1 წლით გადაიწევს.