
რეაბილიტაციის შედეგად დამახინჯებული მეცამეტე საუკუნის ისტორიული ძეგლი. ჯგუფმა, რომელსაც ტიმოთესუბნის მონასტრის გადახურვა უნდა შეეეთებინა, ქვის ფილები ჯერ აღადგინა, შემდეგ კი მასზე სპილენძის საფარი თვითნებურად გადააკრა. სამუშაოების შედეგად საფრთხეშია ტაძრის უნიკალური კედლის მხატვრობა. საგანგაშო დასკვნა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის ექსპერტებმა მოამზადეს. ამის პარალელურად ნადგურდება მეცამეტე საუკუნის კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი - ყინწვისის მონასტრის ფრესკებს წვიმის წყალი რეცხავს.
ავტორი: სალომე გველებიანი