"დამეხმარონ, რომ არ მომიკლან იქ და გამომაყვანინონ" | რუსეთში სამუდამო პატიმრობამისჯილი მამუკა გაწერელიას დედა ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

"დამეხმარონ, რომ არ მომიკლან იქ და გამომაყვანინონ", - ამის შესახებ მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე, საუბრობს და მისი შვილისთვის, რუსეთში, სამუდამო პატიმრობის მისჯას ეხმაურება. 

რომ აიყვანეს ტყვედ, მერე დამირეკა 27 სექტემბერს უკვე დონეცკის ციხიდან. იქიდან და უკვე იქ ნაწამები იყო ძალიან მაგრად, შევატყვე ხმაზე. მაგრამ თვითონ მაინც მხნედ იდგა და ცდილობდა იმას, რომ ჩვენ არ გვენერვიულა. გუშინწინ დაგვირეკა ბოლოს ციხიდან, ხვალ სასამართლო მაქვს და განაჩენი უნდა გამომიტანონო. რა ვიცი, კარგად მექცევიანო კი თქვა, ჯანმრთელობით კიდე კარგად ვარო, მაგრამ არამგონია, იმიტომ რომ თქვენ თვითონ ნახავდით სურათში, რას დაემსგავსა ბავშვი... ორი თვის უკან დავწერეთ განცხადება და ერთი ოთხი დღის უკან დაგვიკავშირდნენ და გადაცემული არის, განხილვაში არისო გვითხრეს და დაგიკავშირდებითო.

[ჟურნალისტი: რამე გააკეთა ხელისუფლებამ თქვენი შვილის დასახსნელად?] ჯერ არაფერი. დამეხმარონ, რომ ბავშვი არ მომიკლან იქ და გამომაყვანინონ", - ამბობს დალი ჩხეიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი