ონის სოფლებში მეწყრული პროცესები გააქტიურდა | დაზიანდა სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურა

გამოქვეყნდა:

ონის მუნიციპალიტეტის მერია ამბობს, რომ უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გააქტიურა. მათივე ცნობით,  სოფლებ  უწერაში, ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

"შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, ასევე მონიტორინგის ფარგლებში 19 თებერვალს, სტიქიის ზონები, შეფასების მიზნით, ადგილზე მოინახულა, მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეულმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა (გეოლოგმა) რომლის მიერაც მოხდება შეფასება და მომზადდება დასკვნა, ხოლო შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება", - ვკითხულობთ ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი