ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან. ორგანიზაცია სწავლობს საარჩევნო გარემოს და რისკებს, რამაც შესაძლოა პროცესი დააზარალოს.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ როგორც კრიტიკული, ასევე სამთავრობო ტელეარხების წარმომადგენლები. კრიტიკული ტელეარხების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისაუბრებენ პრობლემებზე, რა პირობებში უწევთ მუშაობა, ასევე ზოგადად ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე, ჟურნალისტებზე თავდასხმებსა და უსაფრთხოების საკითხებზე.
გარდა ამისა, მათი თქმით, აუცილებელია პოლიტიკური დებატები, რომელშიც ყველა მხარე იქნება ჩართული, როგორც იცით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები კრიტიკულ ტელევიზიებში არ დადიან, ამიტომ, შეხვედრაზე ამ თემასაც განიხილავენ.
"რამდენადაც მე ვიცი, NDI-ის აინტერესებს როგორ მოხდება წინასაარჩევნო პრეიოდის გაშუქება, მიიღებს თუ არა მთვრობა მონაწილეობას პოლიტიკურ დებატებში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვახსენებთ იმ სიტუციას, რომელიც არსებობს დღეს და გზებს, რომლითაც შეიძლება დავძლიოთ ეს პოლარიზებული მდგომარეობა, იმისთვის, რომ მაყურებელს ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება, რომ ორივე მხარე იყოს თანაბრად გაშუქებული მედიაში", - თქვა "მთავარი არხის" დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაკაშიძემ.
მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე NDI-ის დელეგაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
დღესვე შეხვედრა იგეგმება ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილთან.