თელავის სასაფლაოზე ქართულ-რუსული ბანერი დადგეს | მედიის დაინტერესების შემდეგ კი გადაფხიკეს

გამოქვეყნდა:

თელავის ერთ- ერთ სასაფლაოზე ქართულ- რუსული  ბანერი დაამონტაჟეს.

ბანერზე მეორე მსოფლიო ომში დაჭრილი და გარდაცვლილი თელაველების შესახებ მცდარი ინფორმაცია იყო დატანილი. რუსულ ენაზე ნათარგმნი ტექსტის გარდა, წარმოდგენილი იყო საბჭოთა სიმბოლიკაც.

ბანერზე მეორე მსოფლიო ომი  "სამამულო ომად" იყო მოხსენიებული, თუმცა ომში მიღებული ჭრილობებით გარდაცვლილი პირების ვინაობა არ იყო დაკონკრეტებული.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ბადურ რევაზიშვილი ამბობს, რომ ისტორიის გაყალბება რუსული იდეოლოგიის  ნაწილია და ბანერი მიზანმიმართულად დადგეს.

" ეს იდეოლოგიური ომის ნაწილია. ვიღაცამ ამაში ფული დახარჯა, რადგან აქვს შესაბამისი დაფინანსება. ასეთი ბანერი რომ განთავსდეს, მერიამ ნებართვა უნდა გასცეს. ისტორიული ფაქტები კი შესაბამისი წყაროებით უნდა დასტურდებოდეს.  თუ უნებართვოა, მაშინ ზედამხედველობის სამსახურმა უნდა დააჯარიმოს"- განაცხადა რევაზიშვილმა.

თელავის მერიაში ამბობენ, რომ ბანერი კერძო პირმა დადგა, თუმცა ვინ არის ეს კერძო პირი, ვინც ნებართვის გარეშე ყალბი ისტორიული ფაქტების ამსახველი ბანერი დაამონტაჟა და დაჯარიმდა თუ არა, მერიაში არ აკონკრეტებენ.

მას შემდეგ რაც მედიამ რუსულ ბანერთან დაკავშირებიით კითხვები დასვა, ის გადაფხიკეს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი