
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო", მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
"არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 103,15 გრამი) და 261 ცალი ბრილიანტის თვალი გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 005,37 ლარი შეადგინა", - წერია განცხადებაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 18 005,37 ლარის ოდენობით შეეფარდათ.