აიძულეს დროშაზე შემდგარიყო, არ შედგებოდა, საწოლთან ეკიდა და ისე ეძინა, იცოდა იმ დროშის ფასი | ტატუნაშვილის დედა

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას, შვილის მკვლელების დასჯის იმედი არ აქვს:

"პატრიოტი ადამიანი იყო და ეს ვერ აპატიეს. სამშობლოს სიყვარული, ვაჟკაცობა ვერ აპატიეს. აიძულეს დროშაზე შემდგარიყო, მაგრამ არ შედგებოდა დროშაზე. საწოლთან ეკიდა დროშა და ისე ეძინა, იცოდა იმ დროშის ფასი, სულით ხორცამდე ჯარისკაც იყო... ნებისმიერ წუთში მზად იყო სამშობლოს დასაცავად..მოლოდინი არც მქონია, არასოდეს რომ დაისჯებოდა [მკვლელი] ალბათ არც დასჯიან არასოდეს" ამბობს რუსუდან ტატუნაშვილი 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს 6 წელი გავიდა.

ყოფილი სამხედრო რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს. მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 23 თებერვალს გასაჯაროვდა.

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან - მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს. მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე დავით გურწიევი კი დროებით ოკუპირებული ახალგორის "პროკურორი" გახდა. 
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი