მასობრივი დეპორტაცია გერმანიიდან - რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან დეპორტირებული ქართველების თვითმფრინავი დაეშვება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბორტზე საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იმყოფება. ამჯერადაც ქართველების დეპორტაცია გერმანიიდან ბერლინის ახალ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რის მიხედვითაც, გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ოფიციალური ბერლინის განცხადებით, ამ ქვეყნების მოქალაქეების სამშობლოში დევნა არ ემუქრება.