ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა

გამოქვეყნდა:

"აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ღამით ქვეითს მანქანა დაეჯახა. 61 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც გამოცემას საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დამატებით დეტალებს "მთავარი არხის" ვებგვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი