
"ნინოწმინდის საქმე დაკომუნიცირდა სტრასბურგის სასამართლოში", - ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:
გადასარევი ამბავი მაქვს: ნინოწმინდის საქმე დაკომუნიცირდა სტრასბურგის სასამართლოში. Yesssss!
სტრასბურგმა სახელმწიფოს უკვე გადაუგზავნა შეკითხვები არადამიანურ მოპყრობაზე, რასაც ნინოწმინდის პანსიონის ბავშვები განიცდიდნენ. გადავდივართ მუშაობის მეორე ეტაპზე, სადაც სახელმწიფოს მოუწევს პასუხის გაცემა ყველაფერზე, - წერს ბაია პატარაია.