"ალბათ ერთად ჩავბარდებით ჩემი სესხი და ჩემი სიცოცხლე" | ზუგდიდში საპენსიო სესხების ჩამოწერას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, სამოქალაქო აქტივისტები და პენსიონერები მსვლელობით სხვადასხვა კომერციულ ბანკთან მიდიან და საბანკო პოლიტიკას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ხელისუფლებამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, საპროცენტო განაკვეთების ზედა ზღვრის დაწესებაზე და სესხების გაიაფებაზე იზრუნოს. 

აქციაზე მისული პენსიონერები გამოეხმაურნენ ინიციატივასაც, რომელზეც ნათია თურნავამ პარლამენტში ილაპარაკა. მათი თქმით, სესხების ჩამოწერის გარეშე, მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის დაწევა დაცინვაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი