მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაზაქენდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. შემთხვევა 23 თებერვლის ღამეს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და წყლის არხში გადავარდა და მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაიღუპა. დაშავდა მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირიც [ზუსტი რაოდენობა უცნობია]. თვითმხილველების თქმით, მანქანის მძღოლი ნასვამი იყო.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი