"იყო შემთხვევა სკოლის მოსწავლე გადმოვარდა..." | ბაგრატის ტაძრამდე მისასვლელ გზაზე ქვები ცვივა

გამოქვეყნდა:

გზა, რომელიც ბაგრატის ტაძრამდე მიდის ქვეითებისთვის საშიშია - ქუთაისში, ყაზბეგის ქუჩაზე არსებულ ავარიული ღობეებიდან ქვები და ბათქაში ცვივა.

ადგილობრივები იხსენებენ შემთხვევებს, როცა სამშენებლო ნარჩენები გამვლელ ტურისტებს დაეცათ და დაზიანებები მიიღეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ სარეაბილიტაციო სამუშაოებში არ ეხმარება. 

"იყო შემთხვევა სკოლის მოსწავლე გადმოვარდა...ზურგჩანთა ეკეთა და ალბათ იმან გადაარჩინა. ნასვამი კაცი კიდევ...ისიც გადმოვარდა. ღობე რომ გაგვიკეთონ, ცოტა შეამაგრონ, ქვები ცვივა ჩემთან საშინლად, დიდი, ლოდი ქვები და მეშინია მეც. ვინმე რომ დაიღუპოს, მერე გამოჩნდებიან," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი