
მთავრობა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, ალტერნატიულ პროექტზე იმუშავებს - ეს განცხადება პრემიერმა კობახიძემ რესპუბლიკურის ექიმებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა და მას ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა.
კობახიძის თქმით ალტერნატიული პროექტი გულისხმობს ახალი საავადმყოფოს აშენებას რესპუბლიკურის შენობის უკანა ტერიტორიაზე და სწორედ ამ პროექტზე იმუშავებენ მომავალში:
"ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ექიმების მოსაზრებები ამის შემდეგ გვქონდა კონსულტაციები ჯანდაცვის მინისტრთან და მივიღეთ შემდგი გადაწყვეტილება - უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს ალტერნატიულ პროექტზე....
მივიღეთ გადაწყვეტილება, გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმების და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას, მოვამზადებთ უახლოესი დღეებს განმავლობაში წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება, როგორ გაგრძელდება პროცესი" განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ახალი საავადმყოფო აუცილებლად აშენდება.