თბილისში, 14 წლის მოზარდი "გათხოვდა" | რას ამბობენ სკოლაში?

გამოქვეყნდა:

მე- 9 კლასელი გოგო ოჯახის შექმნის მიზნით 21 წლის ბიჭს გაჰყვა. სკოლაში კი მამა გამოცხადდა და ადმინისტრაციას ინფორმაცია მიაწოდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი  სწავლას ვეღარ გააგრძელებდა. ეს ყველაფერი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ხდება. სასწავლო დაწესებულებამ საქმეში პოლიცია ჩართო. მოზარდი სკოლაში 27 იანვრის შემდეგ აღარ დადის:  

"რომ არ დადიოდა დავურეკეთ მამას, მოვიკითხეთ. პირველ ჯერზე არ გვითხრა სიმართლე, მერე კიდევ მოვიკითხეთ, მოვიდა სკოლაში და დაწერა განცხადება, რომ ჩემი შვილი გათხოვდა. დავრეკეთ 112-ში. 14 წლის არის ბავშვი." ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ხოლო სად არის ამჟამად მე-9 კლასის მოსწავლე გოგო, უცნობია.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სქესობრივი კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწევლთან. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე "მთავარი არხი" არ ასახელებს ვინაობასა და იმ სკოლას, სადაც მოზარდი სწავლობდა. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი