
კრიმინალური სუბკულტურის გავლენის ზრდა და პოლიციის მიმართ უნდობლობა - უმძიმესი რეალობა საქართველოში. ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი ამბობს რომ ჩაგვრის შემთხვევაში, სიტუაციის მოსაგვარებლად კრიმინალებს მიმართავდა. კიდევ უფრო საგანგაშოა კვლევის მეორე მონაცემი. გამოკითხულთა 16% უსამართლობის შემთხვევაში პოლიციას ინფორმაციას არ მიაწვდიდა.
კვლევის მიზანი კრიმინალური სუბკულტურებისა და დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და განწყობების შესწავლა იყო. შედეგები მძიმეა. ქალაქის ტიპის დასახლებებში სოფლებთან შედარებით უფრო მეტად იკვეთება ე.წ. ქურდული სამყაროს გავლენა.
დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთთან შედარებით უფრო მაღალია კრიმინალური სამყაროსადმი მიმღებლობა.
გამოკითხვას ორი ორგანიზაცია - "მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი" (GCRT) და "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი" 6 თვის განმავლობაში ატარებდნენ.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე