უკრაინის მხარდამჭერი აქციები ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პუტინის ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით ხალხი ქუჩაში გამოვიდა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ირწმუნე უკრაინის" - ამ სახელწოდებით დედაქალაქში, რუსთაველის მეტროდან პარლამენტამდე, თბილისში მცხოვრები უკრაინელების ორგანიზებით სოლიდარობის მარში გაიმართა და უკრაინის გიგანტური დროშაც გაიშალა. მსვლელობას შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც და სამოქალაქო აქტივისტებიც.
ქუთაისში კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და პუტინის აგრესია დაგმეს.
“დიდება უკრაინას” - ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდნენ ბათუმში, ევროპის მოედანზე. გაიმართა ფოტოგამოფენაც - “ უკრაინა ომამდე და ომის შემდეგ” .