ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება | ვითარება საოკუპაციო ხაზთან

გამოქვეყნდა:

რუსეთი საქართველოს ოკუპაციასა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტერორს აგრძელებს - ამ დროისთვის დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება. მათ რამდენიმე გამოგონილი ბრალდება აქვთ წაყენებული.

რამდენიმე დღის წინ, რუსების მიერ 2023 წლის 24 ნოემბერს, აძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გატაცებულ დიმიტრი კორინთელსა და გიორგი მელაძეს, ე.წ. სასამართლომ 6 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარა. 

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა კი რუსი ოკუპანტების მხრიდან დევნაზე საუბრობს. როგორც სოფელ კნოლევში ამბობენ, ოკუპანტები ჩასაფრებულები არიან და მათ, ხშირდ შემთხვევაში, საკუთარი მიწის ნაკვეთებიდან და ვენახებიდან აკავებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი