სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ადგილზე მყოფი მოქალაქეები გვიყვებიან. მათი თქმით, მათ შენობის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვეს.
სარედაქციო ჩასწორება: მოგვიანებით, 19:15 წუთზე "გალერეა თბილისში" გვითხრეს, რომ ევაკუაცია ერთ-ერთ ობიექტზე არსებული დაკვამლიანების გამო გამოცხადდა. მათივე ინფორმაციით, ინციდენტი აღმოფხვრილია, უსაფრთხოების ნორმები მწყობრშია და მომხმარებლებს შენობაში დაბრუნების უფლებაც მისცეს.