ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – წყალტუბოს გადასახვევთან ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული.
“მთავარ არხს” შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.