
არადა წესით განათლება ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. 21-ე საუკუნეში მთავარი რესურსი და შესაძლებლობაც სწორედ კვალიფიციური და მცოდნე მოქალაქეები არიან. ამ ეპოქის წარმატებული საზოგადოებებიც არა რომელიმე ბუნებრივ რესურსს ან გეოგრაფიულ უპირატესობას, არამედ ცოდნას ეფუძნებიან.
ახლა კი ჭკვიან თაობაზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც განათლების მისაღებად უახლოეს მომავალში ბრიტანეთის ყველაზე მოწინავე სკოლა პანსიონებში გაემგზავრებიან. დაფინანსების უდიდესი ნაწილი სტიპენდიის სახით მოიპოვეს, და ისიც საინტერესოა, რომ მაგალითად ბრიტანული პროგრამა, რომელიც სულ 8 ასეთ წარჩინებულ მოსწავლეს ეძებდა, ამ მოზარდების მონაცემების გათვალისწინებით 12-მდე გაიზარდა. 4 ახალგაზრდას სწავლას კი სტიპენდია სრულად დააფინანსებს.
განათლების გარდა ეს დამოუკიდებლად ცხოვრების მძიმე გაკვეთილიცაა. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს ამ მიძმე გზის ბოლოს, ეს ახალგაზრდები თავისი ნიჭისა და მიღებული ცოდნის გამოყენებას ისევ თავის სამშობლოში აპირებენ.