ბათუმში, ავტონაწილების საწყობში ხანძარია

გამოქვეყნდა:

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, ცეცხლი ავტონაწილების სასაწყობე ნაგებობას გაუჩნდა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულნი. 

რამ გამოიწვია ხანძარი და სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.

განახლება (16:22): ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი