უბედური შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში - სოფელ ხიდისთავთან, მატარებელი ქვეითს დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა. ხიდისთავში მობილიზებულია სასწრაფო და პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც "მთავარს არხს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 275 - მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.