არასრულწლოვნის გათხოვების მორიგი ფაქტი | 14 წლის გოგო 21 წლის ბიჭთან ერთად სახლიდან გაიპარა - ოჯახი ფაქტს მალავდა

გამოქვეყნდა:

არასრულწლოვანი გოგოს გათხოვების კიდევ ერთი ისტორია - ოჯახი ამბავს მალავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბავშვის მდგომარეობით სკოლის ადმინისტრაცია დაინტერესდა, მშობლებმა ფაქტი აღიარეს. სასწავლო დაწესებულებამ საქმეში პოლიცია დაუყოვნებლივ ჩართო. 21 წლის ახალგაზრდას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. სად არის მე-9 კლასის მოსწავლე გოგო, ინფორმაცია არ ვრცლედება.

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე "მთავარი არხი" არ ასახელებს მოზარდის ვინაობასა და იმ სკოლას, სადაც 14 წლის გოგო სწავლობდა. 

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი