სტამბოლში საქართველოს მოქალაქეს, ლევან დრეიძეს ეძებენ

გამოქვეყნდა:

თურქეთში საქართველოს მოქალაქეს -  35 წლის ლევან დრეიძეს ეძებენ. 

ნათესავი ამბობს, რომ მასთან კონტაქტი ერთი თვეა არ ჰქონიათ.

ლევან დრეიძის ბიძაშვილის თქმით, კაცი სამი თვეა, რაც თურქეთში, სტამბოლშია წასული. მისი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. 

ნათესავებმა მომხდართან დაკავშირებით აცნობეს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

განახლება: 

პირველ მარტს დაკარგული კაცის ნათესავმა "მთავარს" აცნობა, რომ კაცი იპოვეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი