ბათუმში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში პირველკლასელებმა იჩხუბეს | დაწყებულია გამოძიება

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში პირველკლასელი მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა პოლიციას მიმართა. ის ამბობს, რომ ბავშვს დაზიანებები აღენიშნებოდა და სკოლაში სისტემატურად ჩაგრავდნენ.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ბელარუსის მოქალაქეა. შემთხვევა 9 თებერვალს მოხდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

სკოლის დირექციაში ამბობენ, რომ ბავშვს კონფლიქტი ჰქონდა კლასელებთან და მშობელს ურჩიეს, რომ ის ან გადაეყვანათ, ამ მასთან მუშაობა ფსიქოლოგს დაეწყო. სკოლაში ამბობენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მოსწავლეები თამაშობდნენ. 

"თამაშის შედეგად შეიძლება ჩვენც ისე გავეხუმროთ ერთმანეთს, რომ წავიქცე, რამე დამემართოს, არაა გამორიცხული. მშობელი თვითონაა განწყობილი, რომ მოვთხოვეთ, რომ ბავშვებს ვერ ეწყობა ეს ბავშვი და ვთხოვეთ გადაეყვანა სხვა სკოლაში, კი თქვა გადავიყვანო, მაგრამ თურმე ამზადებდა ისეთ რამეს, დაწერა ის, რაც შეიძლება პირიქით ყოფილიყო ამ ბავშვის მხრიდან", - ამბობს მასწავლებელი.

მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. "მთავარის" ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი