ქედაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

გამოქვეყნდა:

ქედის მუნიციპალიტეტში ხანძარია - ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბოლო სართულზე არსებულ სხვენში გაჩნდა. 

ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულნი. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კორპუსში მცხოვრები ადამიანები ევაკუირებულები არიან. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რამ გამოიწვია ხანძარი, უცნობია.

(13:09) განახლება: ხანძარი ლიკვიდირებულია.

ფოტო: TV25

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი